Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით ახალ შემადგენლობებს ამატებს 
GBC news
26 June 2016, 18:06

თბილისი (GBC)  - მგზავრთნაკადის მატებასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 6 ივლისიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (#854/853) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე.

კომპანიის ცნობით, 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20, ქ.ბათუმში ჩავა 12:50. ქ. ბათუმიდან გამოვა 16:35 და თბილისში ჩამოვა 22:00.

მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს.

ამასთან, შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზა“ 25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს (#898/897) ნიშნავს.

მატარებელი ქ. ქუთაისიდან გავა 08:25 ქ.ბათუმში ჩავა 11:05. ქ. ბათუმიდან გამოვა 18:45 და ქ. ქუთაისში დაბრუნდება21:30.

მგზავრობის ღირებულება შეადგენს 4 ლარს.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი